ქუქი-ფაილები
ბოლო განახლება: 2026-08-30
ამქარი იყენებს მხოლოდ იმ ქუქებს, რომელთა გარეშეც სერვისი არ იმუშავებს. სარეკლამო, თვალთვალის ან ანალიტიკური ქუქები არ გვაქვს — შესაბამისად, თანხმობის ბანერიც არ გვჭირდება.
რომელ ქუქებს ვიყენებთ
amqar_session — ინახავს, რომ ანგარიშში ხართ შესული. მოქმედების ვადა 30 დღე. აუცილებელია: მის გარეშე ყოველ გვერდზე ხელახლა მოგიწევდათ შესვლა.
amqar_oauth — მოკლევადიანი ქუქი, რომელიც Google-ით შესვლისას იცავს თავდასხმისგან. იშლება შესვლის დასრულებისთანავე.
ინტერფეისის ენა ინახება ბრაუზერის localStorage-ში და არა ქუქში; ის თქვენს მოწყობილობას არ ტოვებს.
თანხმობის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით, არააუცილებელი ქუქები წინასწარ თანხმობას საჭიროებს, ხოლო მკაცრად აუცილებელი — მხოლოდ ინფორმირებას. ვინაიდან სხვა ქუქი არ გვაქვს, ეს გვერდი სწორედ ეს ინფორმირებაა.
თუ მომავალში ანალიტიკას ან სარეკლამო ხელსაწყოს დავამატებთ, წინასწარ გკითხავთ.
